რიანას მოულოდნელი პასუხი, როდესაც ჰკითხეს, მიიწვიეს თუ არა სამეფო ქორწილში

19 მაისს, მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში დიდ ბრიტანეთში გამართული სამეფო ქორწილი იქნება, თუმცა დღემდე უცნობია, ვინ მიიწვიეს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში.

ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტმა რიანას „გამოჭერა” სცადა და ჰკითხა, დაპატიჟეს თუ არა მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილში.

„ეს ყველაფერი როდის ხდება?”, – იკითხა რიანა

პასუხის შემდეგ, რიანა დაინტერესდა, რატომ ჩათვალა ჟურნალისტმა, რომ ის უნდა მიეწვიათ. ჟურნალისტმა აუხსნა, რომ ის და პრინცი ჰარი ერთხელ შეხვდნენ ბარბადოსში ერთმანეთს და სწორედ ეს იყო მისი კითხვის წინაპირობაც.

სწორედ აქ უპასუხა რიანამ ისე, როგორც, მხოლოდ მას შეეძლო:

„მე და შენც შევხვდით ერთმანეთს, შენი აზრით, ჩემს ქორწილში უნდა მოხვიდე? , – უპასუხა რიანამ ღიმილით.

 

 

 

">