Reuters – საფრანგეთი უარყოფს უკრაინის საკითხის განსახილველად რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვის მზადყოფნას

საფრანგეთის ხელისუფლება უარყოფს ს განცხადებებს, რომ მათ გამოთქვეს მზადყოფნა უკრაინის საკითხზე დიალოგის ან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების განსახილველად.
“ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ არასოდეს გამოგვიჩენია მზადყოფნა ზე დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის ან რაიმე მსგავსისთვის”, – ციტირებს Reuters-ი წყაროს, რომელიც, სააგენტოს ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელია.
შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების, სერგეი შოიგუსა და სებასტიან ლეკორნუს შორის გამართული სატელეფონი საუბრისას აღინიშნა მზადყოფნა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დიალოგისთვის და ხაზი გაუსვეს, რომ ჟენევაში რუსეთის მონაწილეობის გარეშე სამიტის ჩატარება უაზროა. უწყების განცხადებით, დისკუსიების ამოსავალი წერტილი შეიძლება იყოს რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთში, 2022 წელს დაწყებული მოლაპარაკებები, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ