შეერთებული შტატები ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმას ელის, მაგრამ ეს თავდასხმა ისეთი დიდი არ იქნება, რომ ვაშინგტონი ომში ჩაერთოს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა.
მანამდე, თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა ირანი გააფრთხილა, დამასკოში, საკონსულოს შენობაზე თავდასხმა რეგიონში ესკალაციის საბაბად არ გამოიყენოს.
Reuters-ს ირანის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ თეირანი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ უპასუხებს ისრაელის თავდასხმას საკონსულოს შენობაზე ისე, რომ თავიდან აიცილოს სერიოზული ესკალაცია და ნაჩქარევად არ იმოქმედებს.