„რეფორმების მთავარ მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს”

პირველმა ვიცეპრემიერმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მთავრობაში  მიმდინარე  და  დაგეგმილი რეფორმებისშესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, რეფორმები  მოიცავს შემდეგ საკითხებს:  კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმას,   საჯარო კერძო თანამშრომლობისსაკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას, გადახდისუუნარობის კანონმდებლობის მიღებას,  დაზღვევისა და მიწის  რეფორმას, სივრცით დაგეგმარებასა და დეპოზიტების  დაზღვევის სქემის ამოქმედებას, ბუღალტრული  აღრიცხვისა და ანგარიშგებას, მთავარი მაგისტრალური  ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ლარიზაციისპროექტს,  ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ზოგადად, ენერგეტიკული ბაზრის  რეფორმას, წიაღის მართვას, პროფესიული  განათლებისხელშეწყობასა და ინკლუზიურ მმართველობას.

შეგახსენებთ, რომ ამ  წუთებში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული  პოლიტიკისა და თვითმმართველობის  კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  დეპუტატები გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის,  ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრის,  რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის  მინისტრის და  ფინანსთა მინისტრისთანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს ხვდებიან.

">