„რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ „კალთაში ჯდომა“ და „მსუბუქი ყოფაქცევა“

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწერილ „ფეისბუქის“ პოსტს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამეოხმაურა.

„რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ „კალთაში ჯდომა“ და „მსუბუქი ყოფაქცევა“, როცა ქალებზეა საუბარი? ნათია ერთ ერთი წესიერი, პრინციპული და პროგრესული ახალგაზრდაა, ვისაც ვიცნობ. ამ გამოძიებაში თუ რამე შეეშლება მას ან შსს-ს, პირველი ჩვენ ვიტყვით ამას! არაა საჭირო ეს ბინძური კამპანია ქალების წინააღმდეგ“,-წერს ნინო ლომჯარია.

რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ "კალთაში ჯდომა" და "მსუბუქი ყოფაქცევა", როცა ქალებზეა საუბარი? ნათია ერთ ერთი წესიერი,…

Posted by Nino Lomjaria on 2018 წლის 14 ივნისი, ხუთშაბათი

 

/</a></iframe>