„რაც სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ გააკეთეს, ბევრი წელია გრძელდება“

კონგრესის მიერ მიღებულ საკანონმდებლო აქტს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისად აფასებს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

როს უილსონმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მხარდაჭერა ბევრი წელია გრძელდება.

„ფაქტი ისაა, რომ საქართველოს მისი დემოკრატიული განვითარების, საბაზრო განვითარებისთვის და ქართულ-ამერიკული კავშირების გაღრმავების მიმართ არსებობს ორ პარტიული მხარდაჭერა. რაც სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ გააკეთეს, ბევრი წელია გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით,“ – განაცხადა როს უილსონმა.

წყარო: რუსთავი 2

">