რა რისკის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს უხარისხო სარემონტო მასალები

როდესაც ოჯხისთვის სარემონტო მასალებს ვარჩევთ, ვითვალისწინებთ ფერებს, თანმედროვე ტენდენციებს, კომფორტს, ფართს, ფასებს. რატომღაც ყურადღების მიღმა რჩება მასალის უსაფრთხოება და ხარისხი. მომხმარებელი ხარისხთან მხოლოდ გამძლეობას და მოხმარების პერიოდს აკავშირებს, სინამდვილეში გაცილებით მნიშვენლოვანი საკითხი ყურადღების მიღმა რჩება.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლის გათვალისწინებამაც შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკი აგვარიდოს.

დააკვირდით ნესტიან ადგილებს, კუთხეებს , ხშირად ასეთ ადგილებში ობი ჩნდება, რომელიც ძალიან საშიშია და ტოქსიკურიც შეიძლება აღმოჩნდეს განსაკუთრებით სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის.

იმისთვის, რომ სახლი დავიცვათ ობის სოკოს სპორებისგან, შეგვიძლია გამოვიყენოთ სპეციალურად წარმოებული, ღარების ანტიბაქტერიული შემავსებლები, ასევე სილიკონი. შერჩეული პროდუქცია, რომელიც გამოიყენება კაფელ-მეტლახის ღარების შესავსებად და სანტექნიკის აქსესუარების ჰერმეტულობის დასაცავად, უნდა იყოს ხარისხიანი და რა თქმა უნდა, ანტიბაქტერიული, რათა მომავალში თავი დავიცვათ ჯანმრთელობისთვის საშიში სოკოს სპორების წარმოქმნისგან.

სარემონტო მასალების უსაფრთხოების შესახებ და მათ კავშირზე ადამიანის ჯანმრთელობასთან, გალერეა დემასის გაყიდვების მენეჯერ ლევან მუნჯიშვილს ვესაუბრეთ: “ ხარისხიან პროდუქციაში მხოლოდ გამძლეობა არ უნდა იგულისხმებოდეს, როდესაც ყოველდღიურ გარემოს სწორედ სარემონტო მასალების საშუალებით ვიქმნით, ვსუნთქავთ, ვამზადებთ საკვებს, ვცხოვრობთ, აუცილებელია ვიზრუნოთ ამ გარემოს უსაფრთხოებაზე. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილი პროდუქცია სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და გამძლეობის გარდა, მისი ხარისხი დამზადების ტექნოლოგიაში გამოიხატება. მაგალთად შემრევი ონკანის შიდა საპოხი მასალა აუცილებელია, რომ საკვები მასალისგან იყოს დამზადებული, რათა წყლის მძიმე მეტალებით დაბინძურება არ გამოიწვიოს, კომპანიებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ჩვენს სავაჭრო ცენტრში, აქვთ დანერგილი მასალების, წარმოების და ხარისხის კონტროლის უმაღლესი, ევროპული სტანდარტები. ამ სტანდარტების, ასევე ეკოლოგიისა და უსაფრთხოების კონტროლი ხდება როგორც კომპანიების შიდა ლაბორატორიებში, ასევე რეგულარული ტესტირებები უტარდება დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ.

ყოველთვის ვუწევთ რეკომენდაციას წყლის ბაზაზე დამზადებულ ლაქს. ტოქსიკურ ბააზზე დამზადებული ლაკისგან განსხვავებით, ის არ გამოყოფს ფორმალდეგიდებს და არ შეიცავს აცეტონის მსგავს გამხსნელებს. ეკო ცხოვრების მოყვარულებისთვის ეს საუკეთესო არჩევანია.არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს , არ აქვს მძაფრი ქიმიური სუნი და რაც მთავარია არააალებადია.

არ შეიძლება არ შევეხოთ შემრევი ონკანების თემას: იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ დისკომფორტი და მინიმუმამდე დავიყვანოთ პროდუქციისგან გამოწვეული დაზიანების, დამწვრობის რისკი, გალერეა დემასში წარმოდგენილი ევროპული კომპანიები გვთავაზობენ (ახალ) უსაფრთხო ტექნოლოგიებს, როგორიც არის წყლის თერმოსტატული შემრევი ონკანები აბაზანისსთვის და საშხაპისთვის. თერმოსტატული ონკანები განსაკუთრებით კომფორტულია იმ ადამიანებისთვის (ოჯახებისთვის), ვისაც სახლში ყავთ ბავშვები და მოხუცები, რადგან ცხელი წყლისგან დაზიანების, დამწვრობის რისკი გაცილებით დაბალია.

სარემონტო მასალების შერჩევაში ხარისხი არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი და ამ „ხარისხში“ ჩვენ წინასწარი ვიზუალიზაციის შესაძლებლობას, მისაღებ და ადეკვატურ ფასს, გამძლეობას და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სრულ გარანტიას ვგულისხმობთ.“

[R]