„პროდუქტიულობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება”

,,პროდუქტიულობის ნაწილში რეფორმებს მე გავაგრძელებ, ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია – მათ შორის არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმის კანონპროექტი, რომელიც შემოსულია პარლამენტში. ეს გახლავთ კანონპროექტი, რომელმაც უნდა მოგვცეს სტიმული ჩვენს ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარების, ახალი ტექნოლოგიების შემოტანის, ახალი ინვესტიციების შემოტანის და ამავედროს, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტზე ზეწოლის შემცირების და შესაბამისად, ბიუჯეტში გამოთავისუფლებული დარჩენილი თანხების სწორედ იქით გადამისამართების, სადაც ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად სჭირდება”, – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ასევე მნიშვნელოვანია გადახდისუუნარობის რეფორმა ბაზრის ლიკვიდურობის გაზრდისთვის. ეს რეფორმა არის იმისთვის, რომ სიცოცხლისუნარიანმა კომპანიებმა ძალიან სწრაფად შეძლონ საკუთარი თავისრეაბილიტაცია, ხოლო კომპანიები, რომლებიც, ასე ვთქვათ, არ იქნებიან სიცოცხლისუნარიანები, სწორი პროცედურით გავიდნენ ბაზრიდან და სწრაფად მოხდეს ეკონომიკაში ამ აქტივის გამოყენება, რომელიცმათ გააჩნიათ” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

">