ქუცნაშვილი: ყიფიანსაც და ოქუაშვილსაც ვიცნობ, ამ ისტორიიდან გამორიცხულია, რომ ერთი არ გვატყუებდეს, აქ სიტყვა კანონმა უნდა თქვას

„მე ორივე პიროვნებას ვიცნობ, ბატონ ლევან ყიფიანსაც და ბატონ ზაზა ოქუაშვილსაც. როგორც ადამიანს, მეც ძალიან გამიხარდება, დავრწმუნდე ან გავიგო, რომ ორივე მართალს ამბობს, მაგრამ ამ ისტორიიდან გამორიცხულია, რომ ერთი არ გვატყუებდეს, აქედან გამომდინარე, აქ სიტყვა კანონმა უნდა თქვას, რომ დადგინდეს, ვინ ატყუებს საზოგადოებას.

კადრების გავრცელების მიზანი ზიანის მოყენებაა, კადრები უკვე გამოყენებულია იმისთვის, რომ მხარეები შევიდნენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთმანეთთან და ორივე მხარე ცდილობს, რომ ერთმანეთი ძალიან დააზარალოს – ლევანი თავის ჩვენებებით, ზაზა ოქუაშვილი თავის ჩანაწერებით და ებრძვიან ესენი ერთმანეთს და ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს, რომ ეს ხერლისუფლებას მიაწებოს

 

">