სუს-მა თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის მიერ ქრთამის აღების ვიდეო მასალა გაასაჯაროა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის მიერ ქრთამის აღების ვიდეო მასალა გაასაჯაროა.

უწყების განმარტებით, საქმის ერთ-ერთ მტკიცებულებაში თემურ გორგაძის დანაშაულებრივი ქმედება ჩანს. ვიდეო-ჩანაწერი მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც გორგაძეს საქალაქო სასამართლომ 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მისი ადვოკატის თქმით, თემურ გორგაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა, უფლებადამცველი გორგაძის დაკავებას სწორედ ამ განცხადებას უკავშირებს.

ბრალდებას უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

წყარო: რუსთავი 2

">