ქართველმა ტურისტებმა 11 თვეში საზღვარგარეთ ბარათებით 1 597 828 000 ლარი დახარჯეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის 11 თვეში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 1 597 828 000 ლარი დახარჯეს, რაც 31%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გასულ წლის იანვარ-ნოემბრის ჩათვლით ეს დანახარჯი 1 217 737 000 ლარი იყო.

უშუალოდ 2018 წლის ნოემბერში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 170 445 000 ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ნოემბრის მაჩვენებელზე 44 მილიონი ლარით მეტია.

წყარო: imedinews.ge

">