„ქართული ოცნების“ ვარსკვლავები დაიწყებენ მტკიცებას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გადასარევია

ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკულ ანგარიშს ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები იმ პრობლემებზე მიუთითებენ, რაზეც დოკუმენტშიც დაიწერა.

ოპოზიციის წევრების თქმით, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძალადობისა და ზეწოლის ფონზე ჩატარდა. ხელისუფლების ოპონენტები ასევე ყურადღებას ამახვილებენ სუს-ის მიერ მოქალაქეების თვალთვალზე. ოპოზიციის წევრები ასევე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნაზე საუბრობენ და ერთ-ერთ მაგალითად დავით კირკიტაძის საქმეს ასახელებენ.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება და პოლიტიკური სისტემა არ შეიცვლება, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი არ ექნება.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„ძალადობის, ზეწოლისა და ტერორის ქვეშ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სუს-ი ერევა ჩვენს პირად სივრცეში, სუს-ი ახორციელებს მოქალაქეებზე თვალთვალს და ზეწოლას. პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან და აუცილებლად მინდა, ვახსენო დავით კირკიტაძის საქმე, რომელიც არის ასევე მოხსენიებული ამ ანგარიშში. აღმოჩნდა, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთით და პირადი ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე. ამ ანგარიშის თანხმად, აღმოჩნდა, რომ ამ სახელმწიფოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის წევრების თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები სხვადასხვა კრიტიკულ ანგარიშზე მაინც აცხადებენ, რომ იქ ხელისუფლება დადებითადაა შეფასებული.

გიორგი კანდელაკ-ის სურათის შედეგი„ქართული ოცნების,“ ასე ვთქვათ, ვარსკვლავებს სჩვევიათ ხშირად ბევრ საკითხზე შავზე თეთრის მტკიცება და ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაიწყებენ მტკიცებას, რომ ეს არის გადასარევი ანგარიში, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის ხოტბა-დიდების და ქების მეტი არაფერია ანგარიშში. საკმარისია, თვალი გადავავლოთ ტექსტს, რომ ეს არის კრიტიკული ანგარიში,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობადაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა.

">