„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დაიწყო

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დაიწყო. მმართველო გუნდის წევრები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ პრემიერობის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც ყველაზე რეალურად განიხილება, არის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუნდის ამოსავალი კრიტერიუმი არის ის, რომ ახალ პრემიერმინისტრს ჰქონდეს ეკონომიკური განათლება და ამ სფეროში გამოცდილება.

„განიხილება ბატონი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა, საბოლოო გადაწყვეტილებას გაგაცნობთ უმრავლესობის სხდომის დასრულებისთანავე. ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმები არის პირველ რიგში ის, რომ ახალ პრემიერმინისტრს ჰქონდეს ეკონომიკური განათლება, ეკონომიკის სფეროში გამოცდილება“,-განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერმინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.

/</a></iframe>