ქართული წარმოების პირველი სახანძრო მანქანა – მულტიფუნქციური მანქანას „დელტა“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერი” შექმნიან

საქართველოში პირველი ქართული სახანძრო – სამაშველო მანქანის აწყობა უკვე მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტი მულტიფუნქციური მანქანის შექმნას ითვალისწინებს. საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაივლის, რის შემდეგაც „დელტა“ ავტომანქანების სერიულ წარმოებას დაიწყებს.

პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა ქვეყანაში მომავალი წლიდან გამოჩნდება.

წყარო: რუსთავი 2

/</a></iframe>