ქალბატონმა ეკამ ბოლო ტყვია, ალბათ, მძიმე შემთხვევისთვისთვის შეინახა

“პირდაპირ იქნა აღიარებული, რომ სია ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს” – ასეთია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დავით ჭიჭინაძის შეფასება ეკა ბესელიას განმარტებების მოსმენის შემდეგ.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ, ალბათ, ხელისუფლება მაინც შეეცდება, უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეთა სია შემდეგ ჯერზე გაიტანონ.

„ქალბატონმა ეკამ თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ იყო, მათ შორის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ის გადადგა და ივანიშვილმა გაიწვია ის სია და პირდაპირ იქნა აღიარებული, რომ სია ეკუთვნოდა ივანიშვილს. არის საკითხები, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რასაც ისინი საუბრობენ. ბოლო ტყვია არ უნდა გამოიყენოს საერთოდ ადამიანმა და შეინახა, ალბათ, ქალბატონმა ეკამ ბოლო ტყვია იმ მძიმე შემთხვევისთვის თუ სიტუაცია ასე განვითარდება და იქნება ძალადობრივი მცდელობა ამ მოსამართლეების გატანის,“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის წერილის შემდეგ ეკა ბესელიამ პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა.

">