პუტინის თქმით, სირიაზე მორიგი იერიში მსოფლიოში ქაოსს გამოიწვევს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ დასავლეთი სირიაზე იერიშს კიდევ ერთხელ მიიტანს, ეს მსოფლიოში ქაოსს გამოიწვევს. როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა და მისმა ირანელმა კოლეგამ ტელეფონით ისაუბრეს.

ასევე, პუტინი და როუჰანი მიიჩნევენ, რომ დასავლეთის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა დააზიანეს 7 წლიანი კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა.

">