პუტინმა სირიიდან რუსული ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს დილით სირიაში რუსული სამხედრო ბაზას ესტუმრა. როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, პუტინმა რუსული საჯარისო ნაწილების სირიიდან გაყვანის ბრძანება გასცა.

„თავდაცვის მინისტრს, გენშტაბის ხელმძღვანელს ეძლევათ ბრძანება, რომ დაიწყოს რუსული საჯარისო ნაწილების დაბრუნება მუდმივ დისლოკაციის ადგილებზე“, – განაცხადა პუტინმა სამხედროებთან შეხვედრის დროს.

მისი თქმით, რუსი სამხედროები სამშობლოში გამარჯვებით ბრუნდებიან.

">