პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაგანზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ემუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით21:30 საათზე, ქ.მარნეულში, გ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მ.ტ.-ს დანითგულმკერდის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული მძიმე ხარისხისდაზიანებების შედეგად მ.ტ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.კ. იმავე დღეს ქ.მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ემუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 10წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.