პროკურატურაში „ომეგა 2“-ის დირექტორს კითხავენ

თბილისის პროკურატურაში „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორებს გამოკითხავენ. კომპანიის „ომეგა  2“-ის  ხელმძღვანელი, გიორგი ქურდაძე გამოძიების შეკითხვებს უკვე პასუხობს. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

„გამოვცხადდი, როგორც კი მომივიდა უწყება და შევთანხმდით დროზე. შევალ, გავესაუბრები, ყველაფერს მივაწვდი, ყველაფერს დავასახელებ, ყველაფერს ვიტყვი, რაც საჭიროა გამძიებისთვის“,-განაცხადა ქურდაძემ.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურამ გამოძიება 2018 წლის 12 სექტემბერს დაიწყო. აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თან დაერთო ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით დამატებით გავრცელდა.

">