პროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების პროცედურის დაწყების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა

მთავარმა პროკურატურამ დემირელის კოლეჯის მენეჯერის თურქეთში ექსტრადირების პროცედურის დაწყების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქიადვოკატი ბრიფინგს გამართავს. ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, დაცვის მხარე ყველანაირ სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა ჩაბუქი თურქულ მხარეს არ გადაეცეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქი შარშან, 24 მაისს, თურქეთის მოთხოვნით დააკავეს, მას ბრალდ ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება.

„არამც და არამც არ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს იქნება ერთი მხრივ ამ ადამიანის გაწირვა, როგორც წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის, მეორე ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება და ამის შემდეგ უკვე გადაწყვეტს, რომ გარდა უზენაესი სასამართლოსი, გაასაჩივროს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“,-განაცხადა კვიჟინაძემ.

 

">