პროცენტებზე ლაპარაკი კიდევ ერთხელ მიუთითებს, იმ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის სახელისუფლებო გუნდში

ამაზე ლაპარაკი არის ნაადრევი და კიდევ ერთხელ მიუთითებს, იმ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის სახელისუფლებო გუნდში – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის განცხადებას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „დაიცავი საქართველო“, რომლის რიგებშიც მმართველი პარტიიდან პროტესტით წასული პოლიტიკოსები გაერთიანდნენ მხარდამჭერთა მხოლოდ 3% მოიპოვებს.

გიგი წერეთელი კი ურჩევს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ პროცენტების თვლას, სჯობს მთელი ძალისხმევა სამართლიანი, პროპორციული საარჩევნო სისტემის ფორმირებისკენ იქნას მიმართული, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვს.

„ამის შემდეგ ვნახავთ, როგორ გადაწყვეტს ჩვენი საზოგადოება, ვის მისცეს ხმა და ვის ექნება 20%, 2%, 30% და აშ. დღეს მე ვფიქრობ, ამაზე ლაპარაკი არის ნაადრევი და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის სახელისუფლებო გუნდში,“-განაცხადა წერეთელმა.

">