„პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი, თუ იქნება თავისუფალი“

პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი, თუ იქნება თავისუფალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა ის საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილმა არ უპასუხა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უნდა შევიდეს ავლაბრის რეზიდენციაში თუ უნდა გადავიდეს ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში.
„მე რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ ეს იქნებოდა საარჩევნო თემა. ვფიქრობ, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი, თუ იქნება თავისუფალი“, – მარგველაშვილმა.

">