პრეზიდენტის ადმინისტრაცია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტის დეტალურ შესწავლას ითხოვს

ანა ნაცვლიშვილის კომენტარი

ანა ნაცვლიშვილი – პრეზიდენტის დავალებით ყურადღებით, მუდმივ რეჟიმში დავაკვრდებით დღეს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას

Posted by საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია on 2018 წლის 12 მაისი, შაბათი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტის დეტალურ შესწავლას ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

„რაც გუშინ ვნახეთ ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, კადრები რომელიც ვრცელდება მედიის საშუალებით, ის ინფორმაციას რასაც თავად შსს ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ძალიან მაღალი ინტერესი ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ცხადჰყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფორმით. შესწავლილი იყოს ყველა გარემოება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გაეცეს ამომწურავი პასუხი“,  – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი მარგველაშვილის დავალებით ყურადღებით დააკვირდება მოქალაქეების მიერ დღეს დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას.

">