პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე დღეს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება. გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას მთავრობის წევრები პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით დაესწრებიან. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, უმრავლესობის მოთხოვნით, დებატები გაიმართება.

„მოთხოვნა არ ყოფილა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ტრადიცია, რომელიც ჩამოყალიბდა და გავმართოთ დებატები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე, რასაც სხდომის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს.

">