პრეტორიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბულესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშისაქართველოსაგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა. ელჩმა ყურადღებაგაამახვილა საქართველოს პირველი დემოკრატიული  რესპუბლიკის მნიშვნელობაზე, ქართველიერის მიერ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გადადგმულ ნაბიჯებზე და მიღწევებზე, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვისმიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა სამხრეთ აფრიკის შრომის მინისტრის მოადგილემ ნქოსიფათეკილე ჰოლომისამ. მან ხაზი გაუსვა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების მხარდაჭერასსაქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა საქართველოს პირველი დემოკრატიულირესპუბლიკისადმი მიძღვნილი ფილმი. ასევე, შესრულდა საქართველოს და სამხრეთ აფრიკისეროვნული ჰიმნები.

საღამო მუსიკალურად გააფორმა ქართველმა პიანისტმა სოფო ლეჟავა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო სტრუქტურების, პრეტორიაშიაკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური და ბიზნეს წრეების, მედიის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

/</a></iframe>