პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრემიერმინისტრობის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მამუკა ბახტაძე აქამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ის „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო.

მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წლის 9 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამასთან, ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნესსკოლაში MBA-ის კვალიფიკაცია მიენიჭა.

2005-2006 წლებში მამუკა ბახტაძე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის მენეჯერი;

2010-2012 წლებში – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი;

2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა,

2017 წლის 13 ნოემბრიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.

/</a></iframe>