პრემიერი სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო ფრანგ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ფრანგ ხალხს უსამძიმრებს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე საშინელი თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, ვისზეც ეს არაადამიანური ქმედება და შეტევა განხორციელდა. ქართველი ხალხი ამ მძიმე მომენტში ფრანგი ხალხის გვერდით დგას“, – წერს საქართველოს პრემიერმინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე.

">