„პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ჩაიდენს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშულს, დაისჯება უფრო მკაცრად, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე“

პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს. აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს. უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ ეს იქნება პრევენცია იმისა, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა დანაშული არ ჩაიდინონ.

„ამ ცვლილებით არის პოლიტიკური გზავნილი, რომ ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ჩაიდენს ნებისმიერ იმ დანაშაულს, რომელიც დღეს არის სისხლის სამართლის კოდექსით მძიმე და განსაკუთრებით მძიმე მუხლებში გამოტანილი, (მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, ძალადობა) დაისჯება უფრო მკაცრად, ვიდრე დაისჯება ჩვეულებრივი მოქალაქე, ეს არის მთავარი გზავნილი“,-განაცხადა ბესელიამ.

 

">