პოლიციამ სუპერმარკეტში შტურმი განახორციელა, თავდამსხმელი მოკლულია

საფრანგეთის ქალაქ ტრებეში პოლიციამ სუპერმარკეტში შტურმი განახორციელა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელსაც შენობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი, მოკლულია. ვრცელდება ინფორმაცია ორი გარდაცვლილი მძევლის შესახებაც.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი აცხადებდა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.

">