პოლიციამ ის პირი გამოკითხა, რომელთანაც ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი 16 აგვისტოს ღამით დოლიძის ქუჩაზე ნაცნობთან იმყოფებოდა. აღნიშნული პირი შსს-მ გამოკითხა. ამასთან, შს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

/</a></iframe>