ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – დეპუტატებმა ერთმანეთი სცემეს

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – ერთმანეთს, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ მერიის აიპებისა და სიპებისგან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციას არაერთი გამოთხოვის მიუხედავად ვერ იღებენ.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ “ბათუმის წყალს”, სანდასუფთავებასა” და სხვა აიპებშინეპოტიზმია. მათი თქმით, აღნიშნულ სახელმწიფო დაწესებულებებში, ხელმძღვანელი პირების ნათესავები არიან დასაქმებული.

„ინფორმაციას ვითხოვთ, არსებობს ინფორმაცია იმის, რომ ამ ბათუმის აიპ-ებში და შპს-ებში გამეფებულია ნეპოტიზმი. როგორც დამფუძნებელი ორგანიზაცია ვითხოვთ კონკრეტულ ინფორმაციას თუ ვინ არიან ეს ხალხი, ვინ მუშაობს. ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას განათლების კომისიის თავმჯდომარე, რომ თურმე რაღაცა და თან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა. მივედი და წარვუდგინე წერილი დავუდე წინ და ვუთხარი, რომ პასუხი სადაც არ გვაძლევს წყალი ინფორმაციას, რის შემდეგაც ამ ადამიანმა დაიწყო კუნთებით მანიპულირება და კუნთებზე გაიხედა და მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავში რაღაცა, კუნთებით აქ არ უნდა იყურებოდნენ ადამიანები, მაგრამ როცა თავში არა გაქვს არაფერი, მაშინ კუნთებით მანიპულირებს უკვე, ეს არის ფაქტი,“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ბრალდებებს “ქართული ოცნების” წევრმა ნატალია ზოიძემ უპასუხა. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები პერსონალურ ინფორმაციას ითხოვენ რისი გაცემაც დაუშვებელია.

„თქვენი დოკუმენტაცია არის აგერ, გადაწყვეტილება საქართველოს სახელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია და ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, სადაც განმარტებული არის, რომ მოსარჩელეები, რომლებიც ითხოვენ ბათუმის მხრიდან კერძოდ, რამდენი ადამიანი არის დასაქმებული კერძოდ ბათუმის წყალში საშტატო ნუსხა და შესაბამისი თანამდებობების სარგოები არ დაკმაყოფილდეს. ჩვენ მივაწოდეთ ეს გადაწყვეტილებები სასამართლოს, რომლითაც არ არის შპს „ბათუმის წყალი“ ვალდებული საშტატო მოსყიდვაზე თანამდებობრივი… ნატალია ზოიძე საუბრობდა ავტო ტრანსპორტზე. ჩვენ მივეცით გადაწყვეტილება სასამართლოში, რომლითაც არ ვართ ვალდებული გავცეთ პირადი ინფორმაცია თანამშრომლების, სახელობითი სია, თანამდებობრივი სარგოები და ტელეფონის ნომრები,“ – განაცხადა ნატალია ზოიძემ.

ოპოზიცია მან სასამართლოში გადაამისამართა, თუმცა საკრებულოს სხდომაზე წარადგინა ენმ-ს მიერ უწყებებისთვის გაგზავნილი წერილები, რომელსაც თანდართული ჰქონდა, თანამშრომლების სიაც, რასაც ხმაური მოგყვა.

ოპოზიციური პარტიის წევრები “ქართული ოცნების” დეპუტატს სიის გადაცემას სთხოვდნენ, რაზეც ნატალია ზოიძემ უარი განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა თქმით, მათ მიერ მოთხოვნილი სია სახელმწიფო უწყებებმა მმართველი გუნდის წევრებს მიაწოდეს.

">