„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უმრავლესობის შიგნით განსხვავებული მოსაზრებებია”

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით არის განსხვავებული მოსაზრებები,“- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას.

არჩილ თალაკვაძის თქმით, უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებელი ფორმატი, რათა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ.

„ჩემი, როგორც უმრავლესობის ლიდერის, ფუნქცია არის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებელი ფორმატი, მათ შორის უმრავლესობის ფორმატი, რომ მოხდეს ამ საკითხების განხილვა. ეს კონსულტაციები დაწყებულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ საგაზაფხულო სესიისთვის უკვე იქნება მაქსიმალურად შეჯერებული პოზიციები,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

">