„პირველი არხი“: გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ გედევან ფოფხაძემ პირველ არხს ექსკლუზიურად განუცხადა.

გედევან ფოფხაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.

წყარო: „პირველი არხი“.