„პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით 1 900 000 000 ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია

„პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით  მილიარდ ცხრაას მილიონი ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საერთოდ, რომ აღარ გადაუხადოს სახელმწიფომ ხელფასი ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, პოლიციას და სხვა ნებისმიერ მოხელეს, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, ამ შემთხვევაშიც კი თანხა, რომლის მობილიზება არის შესაძლებელი, 880 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება, რაც საგრძნობლად ნაკლებია 1,9 მილიარდ ლარზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძემ 400-ლარამდე პენსიის გაზრდის შესახებ ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირების პასუხად.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე აქვს დაანონსებული და ბიუჯეტში გათვალისწინებული საბაზისო პენსიების ზრდა 20 -20 ლარით 2019 – 2020 წლებში. მეტიც, მისი თქმით, მომდევნო წლებში საბაზისო პენსიის ზრდა შესაბამის კანონშია გაწერილი, რაც მისი მუდმივი ზრდის გარანტიას ქმნის.

/</a></iframe>