„პატრიოტთა ალიანსი წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში“

ტატუნაშვილის წამების და მკვლელობის შემდეგ მათი ნაბიჯი გაცილებით თავხედურად ჩანს – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე „პარტიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.

პატრიოტთა ალიანსი წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და შესაბამისადაც იქცევიან. არ მგონია, რომ დიდი მოლოდინი ჰქონდეთ, გარდა იმ ფინანსური დახმარებისა, რასაც შეიძლება იღებდნენ რუსეთიდან. განსაკუთრებით რუსეთისთვის სამარცხვინო არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის შემდეგ, მათი ნაბიჯი გაცილებით უფრო თავხედურად ჩანს“, – აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.

">