„პატიმრის თვითმკვლელობის ვერსია, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, არადამაჯერებელია“

მსჯავრდებულის ოჯახს არ სჯერა, რომ ნიკოლოზ ჩოფიკაშვილმა თვითმკვლელობის მიზნით თვითდაზიანებები მიიყენა. პატიმრის ოჯახის წევრები ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველის წარმომდგენელს შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია იმ საეჭვო გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც მთი თქმით საქმეში არსებობს. ოჯახი ითხოვს რომ გამოძიებაში პროკურატურა ჩაერთოს.

„ჩატარდეს ეფექტური გამოძიება პროკურატურის მიერ, იმის დასადგენად თუ რამდენად იყო დაცული კონკრეტულ ვითარებაში უსაფრთხოების ზომები სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ და ასევე, რამ გამოიწვია ეს დაზიანება, ვინაიდან თვითმკვლელობის ვერსია, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, არადამაჯერებელია იმ ფონზე, რომ ადგილზე არ იქნა და ვერ იქნა ნანახი საგანი, რომლითაც დაზიანება მოხდა“,-განაცხადა მსჯავრდებულის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დაჭრილ პატიმართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა  გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

 

 

/</a></iframe>