პატიმარ ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

პატიმარ ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რჩება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. ექიმ ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, კლინიკაში ჩოფიკაშვილი რამდენიმე დღის წინ მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს, მას დაკარგული ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლი.

„რისგან არის დაზიანებული, ეს ჩვენ კომპეტენციას ცდება, დაზიანებული იყო მაგისტრალური სისხლძარღვები, კერძოდ საერთო საძილე არტერია და შიგნითა საუღლე ვენა, ეს ის სისხლძარღვებია, რომლის დაზიანების შემთხვევაში რამდენიმ ათეულ წამში ან რამდენიმე წუთში სიკვდილი დადგეს. როგორც ჩანს, ოპერატიულად და ადეკვატურად იყო მიღებული ქმედებები, ვინაიდან ცოცხალი მოიყვანეს ჩვენ კლინიკამდე პაციენტი, მაგრამ დაზიანება ძალიან მასშტაბური და ცუდია“,-განაცხადა ქარცივაძემ.