„პასუხისმგებელი ჩემთან M² გამოდის, მე – ხალხთან“

„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების მოთხოვნას, რომ გააფორმონ ინდივიდუალური ხელშეკრულებები -თან, „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელმა უპასუხა. გუკა რჩეულიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელშეკრულებაში დამატებითი ახალი პირობები ჩაიდოს, რომელიც დაზარალებულებს გარანტიას მისცემთ, რომ გარკვეულ დროში საკუთარი ბინები გადაეცემათ.

იღებს და ამთავრებს ვალდებულებებს. ჩვენ -ს ამის საფასურად მიწებს გადავცემთ. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი ჩემთან გამოდის, მე – ხალხთან. ყველაფერი დაფიქსირებული იქნება იურიდიულად,“- განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

განმარტებებს აკეთებენ -ში. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამშენებლო კომპანია ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს კლიენტებთან არ აფორმებს.

„ჩვენ ვართ სამშენებლო კომპანია, სამშენებლო კომპანია ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს არ აფორმებს კლიენტებთან. გვყავს დამკვეთი, ამ შემთხვევაში ის არის „ცენტრ-პოინტი“, ხელშეკრულებას ვაფორმებთ „ცენტრ-პოინტთან“. ჩვენ მას უნდა შევუსრულოთ სამუშაოები, ჩვენ დაზარალებულებისთვის ბინები არ მიგვიყიდია და მათთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს ჩვენ ვერ გავაფორმებთ,“- განაცხადა „ უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ.

„წყარო: „რუსთავი2“.

">