პაშინიანი: „უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს აანონსებს. ის ასევე იხსენებს მისი დაკავების დეტალებს.

„დღეს დილით მე შემომთავაზეს დავთანხმებოდი სარქსიანის ოქტომბერში გადადგომას. ორი საათის შემდეგ მითხრეს, რომ ის ერთ თვეში გადადგებოდა, შემდეგ კი 25 აპრილამდე დავიდნენ. მე ყველა შემოთავაზება მოვისმინე და საკუთარი მოთხოვნა დავაყენე – სერჟ სარქსიანი ორ საათში უნდა დადგას და ეს ასეც მოხდა“, – განაცხადა პაშინიანმა მიტინგზე.

მისი თქმით, ახლა ქვეყნის პარლამენტმა ერთი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს ხალხის არჩეული პრემიერმინისტრი. „უნდა შეიქმნას დროებითი მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – აცხადებს ოპოზიციონერი.

">