სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსების ალტერნატივები – პაშა ბანკის მეოთხე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკმა პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გამართა რიგით მეოთხე ბიზნეს-კონფერენცია, რომელიც ამჯერად საქართველოში სოფლის მეურნეობის პროექტების დაგეგმვა-განხორციელების პროცესებს დაეთმო.

MEETING ROOM-ის შეხვედრამ უმასპინძლა ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ და ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს. შეხვედრაზე ისაუბრეს აღნიშნული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოში აგრობიზნესის განვითარება, კაპიტალის მოზიდვის გზები, სადაზღვევო სისტემები აღნიშნული სექტორისთვის, აგრო-პროექტების დაფინანსებისთვის გასათვალისწინებელი პირობები და ა.შ. 

ფორუმზე მოწვეული სპიკერები იყვნენ:

  • გიორგი ჯიბლაძე – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, დირექტორის მოადგილე
  • გიორგი დანელია – საპარტნიორო ფონდი, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი
  • ანი ქობალია – საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ასოცირებული დირექტორი სოფლის მეურნეობის და ლოჯისტიკის მიმართულებით
  • ზვიად ქაჯაია – პაშა ბანკი, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი
  • ვლადიმერ გუგუშვილი – „არომა პროდაქტს“, პარტნიორი და დირექტორი

ფორუმის მოდერატორი იყო გიორგი შარაშიძე, Georgia Today Group-ის გენერალური დირექტორი.

“დღეს ჩვენ კვლავ შევიკრიბეთ MEETING ROOM-ის ფარგლებში, სადაც ამჯერად განვიხილეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და მისი დაფინანსების ალტერნატივები. პაშა ბანკი 2013 წლიდან თანამშრომლობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორთან, რომელთა შორის განსაკუთრებული ინტერესის საგანს სოფლის მეურნეობის დაფინანსება წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია ინფორმატიული იყო აგრო-სექტორით დაინტერესებული ინვესტორებისათვის.“ –  განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

[R]