„პარტიის ზოგიერთ წევრს შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ“

მე დავარწმუნე თანაგუნდელები და იდეა ჩემი იყო, რომ არ წამოგვეყენებინა საკუთარი კანდიდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ივანიშვილი პარტიის  ზოგიერთ წევრებს მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„რადგან პარტიის თავმჯდომარე ვარ და საპრეზიდენტო არჩევნებია, მე აქტიური უნდა ვყოფილიყავი. მე დავარწმუნე თანაგუნდელები და იდეა ჩემი იყო, რომ არ წამოგვეყენებინა საკუთარი კანდიდატი. „ქართულ ოცნებას“ ისედაც ძალიან ბევრი წარმომადგენელი ჰყავს ხელისუფლებში, უპარტიო კანდიდატი კი უკეთესი იქნება ინსტიტუტების განვითარებისთვის. „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს იმისთვის, რომ მან გაიმარჯვოს არჩევნებში. არც ისე აქტიური ვარ, პირიქით მსაყვედურობენ გუნდის წევრები. აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა სწორი პოზიცია იყო, თუმცა ზოგიერთ წევრს შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

/</a></iframe>