პარლამენტთან, ოპოზიციის აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ერთ-ერთი მოქალაქე თენგიზ შავდია აქციის ორგანიზატორების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც დღეიდან პროტესტს პოლიტიკური პარტიები ღიად უდგებიან სათავეში.

მისი თქმით, აქციის პოლიტიზება და პროცესებში “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურობა მიუღებელია. ამ განცხადებებმა შეკრებილების ნაწილის პროტესტი გამოიწვია და შავდიას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი მას შემდეგ განიმუხტა, რაც უკმაყოფილო მონაწილეებს თენგიზ შავდია პოლიციამ გაარიდა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსების გარეშე აქცია ვაკის პარკში მიმდინარეობს.

რუსთაველზე ოპოზიციური პარტიების აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი. „ნაციონალური მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი გაერთიანებული ძალებით აპირებენ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას და 18:00 საათზე საინფორმაცია აქცია დაანონსეს, სადაც მომავალ გეგმებზე ისაუბრებენ.

31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.

">