პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე დასაბარებელ პირთა არასრული სია გამოქვეყნდა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის მიერ ახსნა-განმარტებებისთვის დასაბარებელ პირთა არასრული სია დამტკიცდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

სიაში არიან:

ზაზა სარალიძე – გარდაცვლილი მოზარდის მამა, ნესტან ლონდარიძე – დავით სარალიძისადვოკატი, დავით დადუნაშვილი – გარდაცვლილი მოზარდის მამა, ხათუნა მაღლაკელიძე – დადუნაშვილის ოჯახის წარმომადგენელი, მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, ასევე, საქმეში გიფურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები და საქმის სხვა მოწმეები.

ასევე, სიაში არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები: მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე – ნათია მეზვრიშვილი, შსს-ს წარმომადგენელი – კახა სირაძე და გამომძიებლები – ანზორ ჟამერაშვილი, გიორგი ტაბატაძე, ირაკლი ფიფია, ირაკლი ცაგურია, ლარისა ვისინა, მირიან ჯალაღონია, ნუგზარ ნათელაშვილი, გიორგი ბაძგარაძე.

საქართველოს პროკურატურიდან სიაში არიან: ყოფილი მთავარი პროკურორი – ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი – მამუკა ვასაძე, თბილისის პროკურორი – მალხაზ კაპანაძე, თბილისის პროკურორის მოადგილე – კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები: ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორი – მიხეილ შაყულაშვილი, ასევე, გიორგი გაბოძე.

ამასთან, არასრულ სიაშია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ასევე ექსპერტები: სოფიო ბელქანია, გიორგი ცინცაძე, რევაზ კაპანაძე, თამარ კაიშაური, ტატუნაშვილი გულნაზი, მაია ნიკოლეიშვილი.