პანკისის ხეობაში აქცია გაიმართება – „უდანაშაულო ბავშვი მომიკლეს და დარჩენილი ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს“

პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის სწრაფი გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით აქცია 15:00 საათისთვის იგეგმება. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ ის პირები, ვინც სპეცოპერაცია დაგეგმა და მის სახლში შეიჭრა.

„წარსდგეს სასამართლოს წინაშე გომელაურის მთლიანი ეს ჯგუფი და სპეცრაზმი, ვინც შემოიჭრა ჩემთან სახლში, რამდენადაც მე ვიცი, ეს მოთხოვნები აქვს ხეობის ხალხს, მეც ამას მოვითხოვ. ეს იყო უმწეო, უდანაშაულო ბავშვი, რომელიც მომიკლეს და ჩემი დარჩენილი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადააქციეს. თუ სადმე კანონი არსებობს ამ დუნიაზე, ამას მე დავამტკიცებ, ყველა აგებს პასუხს უმკაცრესი ზომებით“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

">