ოტავას მერიის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისაღსანიშნავად,25 მაისს, ოტავას მერიის წინ საზეიმოდ აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა.

დროშის აღმართვისცერემონიას ოტავას მერი, მერიისა და კანადაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ.

მან ისაუბრა საქართველოს უძველეს ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბების პოლიტიკურ წინაპირობებზე,დამოუკიდებლობის წლებში მიღწეულ პროგრესზე, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, ქართველიხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კანადისურყევ მხარდაჭერაზე.

ქართული დროშა  ოტავაში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე აღმართეს.ცერემონიის შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის საელჩომ გამართა მიღება.