„ოთარ ფარცხალაძე მზადაა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს“

ოთარ ფარცხალაძე მზადაა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, – ამის შესახებ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ადასტურებს და ეთანხმება იმ ინფორმაციებს, რომელიც ლევან ყიფიანმა გააჟღერა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ფარცხალაძე და ყიფიანი მეგობრები არიან.

„ლევან ყიფიანთან ოთარს აქვს მეგობრული ურთიერთობა. ეს დამალული არაა. მე გიდასტურებთ, რომ მათ აქვთ საქმიანი მეგობრული ურთიერთობა. იმ შემთხვევაში თუ პროცესის მწარმოებელი ორგანო, ჩათვლის საჭიროდ და ექნება კითხვები, ჩვენ მზად ვართ ურთიერთანამშრომლობის რეჟიმში გავცეთ პასუხი გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას“, – აღნიშნა ფარცხალაძის ადვოკატმა.“,- აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.

 

">