„ორმა დეპუტატმა არ მისცა ხმა, თითქოს უმრავლესობაში არიან განსხვავებული აზრის მქონე გმირები“

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. დეპუტატის თქმით, ეს იყო სამარცხვინო ფაქტი, როცა მოხდა მთელი მედიასამყაროს თხოვნის იგნორირება.

„ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა, მთელი მედიასამყაროს თხოვნა თუ მოთხოვნა იქნა იგნორირებული, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელი იყო, ორმა დეპუტატმა უმრავლესობიდან, არ მისცა ხმა  და ეს იყო მოჩვენებითი ილუზიის შექმნა, თითქოს-და უმრავლესობაში არიან განსხვავებული აზრის მქონე გმირები“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტმა  „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 83 ხმით დაძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომელსაც 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 75-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა – ვეტო 83 ხმით, (13 წინააღმდეგი) დაძლიეს.

">