„ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა მძლავრი გზავნილი, რომ არცერთ მსგავს გადაცდომას არ ვაპატიებთ“

აუქციონი, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრომ ევკალიპტის ხე გამოიტანა, „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ მოიგო. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის საზოგადოების გამარჯვება და ბიძინა ივანიშვილს არ მიეცემა საშუალება 300 წლოვანი ხე მწვანე კონცხიდან გადაიტანოს. 2020 ლარი არის საბოლოო შედეგი, რომელიც აუქციონზე დაფიქსირდა და ევკალიპტის ხე ოპოზიციას დარჩა.

„ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა მძლავრი გზავნილი, რომ არცერთ მსგავს გადაცდომას არ ვაპატიებთ, ბოლომდე მივყვებით, გამოწვევა მიღებულია და აღვკვეთთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის და ჩვენს ხელთ მთავარი ინსტრუმენტია -ხალხის მხარდაჭერა“,-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ.

">