ნიკოლ კიდმანი „აქვამენში“ დედოფალ ატლანას როლს შეასრულებს

„აქვამენის“ ბლოკბასტერში კიდევ ერთ ჰოლივუდის ვარსკვლავს ვიხილავთ. ჯეისონ მომოას და ემბერ ჰერდს კომპანიონობას ნიკოლ კიდმანი გაუწევს. უკვე ცნობილია, რომ ლამაზმანი აქვამენის დედის, დედოფალ ატლანას როლს შეასრულებს. ამის შესახებ express-ი წერს.

მანამდე კი ჯეისონ მომოა და ნიკოლ კიდმანი, კომიქს „აქვამენის“ პერსონაჟების გამოსახულებით გამოცემა Entertainment Weekly-ის გარეკანზე გამოჩნდნენ.

ფილმზე რეჟისორი ჯეიმს ვანი მუშაობს. დიდ ეკრანებზე „აქვამენი“ 2018 წლის 20 დეკემბრიდან გამოვა.

">