Nike 1700-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

Nike თავისი თანამშრომლების დაახლოებით 2%-ს, ანუ 1700-მდე ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებს, რადგან სპორტული ტანსაცმლის გიგანტი ცდილობს, რომ ხარჯები 2 მილიარდ დოლარამდე შეამციროს. NIKE-ის უახლესი წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით, კომპანიაში დასაქმებული იყო დაახლოებით 83,700 ადამიანი მთელ მსოფლიოში.
NIKE-ში აცხადებენ, რომ მომხმარებელთა ქცევა იცვლება და ისინი უარს ამბობენ ძვირად ღირებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე.
დეკემბერში კომპანიის უახლესი ფინანსური შედეგების წარდგენისას, Nike-ის ფინანსურმა ხელმძღვანელმა მეტ ფრენდმა თქვა, რომ მომხმარებელი უფრო ფრთხილია არჩევანის გაკეთებისას, მისივე თქმით ასევე გაზრდილია ხარჯები ჩინეთსა და ევროპაში.
ჩინეთი, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა, უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, დაწყებული მომხმარებლებიდან დასრულებული სუსტი ექსპორტით.

ასევე დაგაინტერესებთ